
2023 წლიდან ფორმულა 1 ლას-ვეგასში ბრუნდება.
თითქმის 40-წლიანი პაუზის შემდეგ ოსტინისა და მაიამის რბოლებს ნევადაც შეუერთდება.
შეგახსენებთ, 1981 და 1982 წლებში ვეგასში ფორმულა 1-ის გრან-პრი გაიმართა, მას შემდეგ კი დიდებულ ქალაქს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული სახეობისთვის აღარ უმასპინძლია.
ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ მომავალი წლიდან ფორმულა 1 კატარსა და ჩინეთშიც (2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა) დაბრუნდება.
ფ1-ის ხელმძღვანელმა დომენიკალმა განაცხადა, რომ საკმარისი ინტერესი და ფინანსური შესაძლებლობაა, რომ წელიწადში 30 რბოლა გაიმართოს, თუმცა კონკორდის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ სეზონში 24 რბოლა უნდა
ჩატარდეს.

რაც შეეხება ვეგასის ტრასას, გავრცელებული ინფორმაციით, ტრეკი ქალაქში 6.12 კილომეტრზეა გადაჭიმული. მასში 14 მოსახვევი შედის.
მომზადებულია Marca-სა და Sports-ის მიხედვით