"მე ვთვლი, რომ უბერის ავარიაზე უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მიზეზებს დეტალურად შეისწავლიან. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება არასწორია. ჯერ სრული სურათი უნდა მივიღოთ.
ბევრი მოსახვევია უნიკალური. თუმცა, რა თქმა უნდა, მომხდარი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ და გავიგოთ, კონკრეტულად რა მოხდა. მომხდარი ავტოსპორტის ნაწილია, ის ძალიან სახიფათოა და ამაში ჩანს მისი ნათელი განსაკუთრებულობა.
ბუნებრივია, ბოლო წლებში მომხდარი ამბები განგაშის ზარია ჩვენთვის. ჩემი აზრით,
შესაძლებელია გარკვეული საკითხების გაუმჯობესება. ჯობს ფორმულა 1 გახდეს უფრო მოსაწყენი და ადამიანები აღარ დაიხოცონ. მგონია, აქ ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ფეტელმა RaceFans-თან საუბარში.
აირტონ სენას დაღუპვის შემდეგ ფორმულაში ეს მეორე ტრაგედიაა. 2015 წელს ფრანგი მრბოლელი ჟიულ ბიანკი ემსხვერპლა ავარიას, ხოლო წელს, რამდენიმე დღის წინ ასევე ფრანგი მრბოლელი ანტუან უბერი დაიღუპა.