ბრაზილიაში გამართული ფორმულა 1-ის რბოლისას "ფერარის" პილოტები - სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი ერთმანეთს რბოლის დასრულებამდე 6 წრით შეეჯახნენ და ორივე გამოეთიშა შეჯიბრებას.
მართალია, ჩემპიონობისთვის ვერცერთი ვეღარ იბრძვის (ჰემილტონი უკვე ჩემპიონია), თუმცა ლეკლერი მე-3 ადგილზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. ამიტომ, აღნიშნული ავარია მონაკოელისთვის უფრო საზიანო იყო.
"მე პირდაპირ მივდიოდი. მოსახვევიდან უკეთ გამოვედი. ვეცადე, გამესწრო და ჩვენ შევეჯახეთ", - თქვა ფეტელმა.
"პირველ მოსახვევში სებასტიანს გავასწარი, მეოთხესთან კი უკვე გასასვლელი ჩავუკეტე. ვიცოდი, რომ ის გარედან ეცდებოდა შეტევას და ადგილიც დავუტოვე. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და შევეჯახეთ კიდეც", - აღნიშნა ლეკლერმა.
ფეტელი: ჰემილტონი მასაჟს ისე თუ გაგიკეთებთ, როგორც ბორბლებთან მუშაობს, მაგიას იგრძნობთ
ფეტელი: ჯობს ფორმულა 1 უფრო მოსაწყენი იყოს, მაგრამ ხალხი არ იხოცებოდეს