ფორმულა 1-ის პრესსამსახურის განცხადებით, 2020 წლის საწყისი ეტაპი, ავსტრალიის გრან პრი გაუქმებულად გამოცხადდა, რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, კორონავირუსი გახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად მსოფლიო საავტომობილო ფედერაციას საკმაო დრო დასჭირდა. იქამდე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავსტრალიის დატოვება პილოტებმა დაიწყეს - დუბაიში სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი გაფრინდნენ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის ჩატარდება ჩინეთის, ბაჰრეინისა და ვიეტნამის რბოლები. დიდი ალბათობით, სამივე მათგანი გაუქმდება.