ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდ "რედ ბულის" მრჩეველმა ჰელმუნდ მარკომ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობას სეზონისწინა ბანაკის შექმნას სთავაზობდა, რომელშიც საჯინიბოს ყველა პილოტი მიიღებდა მონაწილეობას, მარკ ფერსტაპენის, ალეკსანდერ ალბონის, პიერ ჰასლისა და დანილ კვიატის ჩათვლით. მისივე თქმით, თუ ამ ბანაკში სპორტსმენები კორონავირუსით დაინფიცირდებოდნენ, ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა.

"ჩვენ ფორმულა 1-ში 4 მრბოლელი გვყავს და კიდევ 8 თუ 9 ახალბედა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს იქნებოდა სამწვრთნელო ბანაკი, რომელშიც ისინი მენტალურად და ფიზიკურად მოემზადებოდნენ. ეს დაინფიცირებისთვის იდიალური მომენტი იქნებოდა.

ჩვენი პილოტები ძალიან ძლიერი, ახალგაზრდა ადამიანები
არიან, რომლებსაც ჯანმრთელობა წესრიგში აქვთ. ამ გზით კი ძალიან რთული სეზონისთვის უკვე მზად იქნებოდნენ. თუმცა, გუნდის წევრებიდან ეს იდეა კარგად ზოგზოგიერთმა არ მიიღო", - განაცხადა მარკომ GPToday-სთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული