"მერსედესი" რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავი ბოლიდით გამოვა [PHOTO]

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდ "მერსედესის" პრესსამსახურმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ბოლიდია და ის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავ ფერში გახლავთ შეღებილი.

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ლივრეას (მორთულობას). გადავწყვიტეთ, ჩვენი გუნდისა და სპორტის მხრიდან რასიზმისა და ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაუმჯობესოთ." - წერია განცხადებაში, რომელსაც თან ფოტო ახლავს.

Sportall.Ge

თუ კარგად დააკვირდებით, ჰალოზე (პილოტის წინა დამცავი ნაწილი) წერია: "რასიზმი უნდა დამთავრდეს"!

ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს შეჯიბრება მხოლოდ ევროპაში ჩატარდება და 8 რბოლა გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული