მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "მერსედესის" წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს FIA-სთან საჩივრით მიმართვაზე, რის შემდეგაც მაქს ფერსტაპენი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე გაჩნდა საუბარი, რომ სერ ლუის ჰამილტონმა შესაძლოა დიდებული კარიერა დაასრულოს.
ამ თემასთან დაკავშირებით მაქსმა ისაუბრა:
"ვხვდები, რატომაც არ არის ბედნიერი, მაგრამ თუ უკან გავიხედებით, დავინახავთ, რამდენსაც მიაღწია. წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ უნდა წავიდეს დიდი სპორტიდან", - განაცხადა ფერსტაპენმა.
"არ ვწუხვარ იმის გამო, რომ ბრიტანელი ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა ვხვდები, რამდენად მტკივნეულია, როდესაც მარცხდები; მაგრამ მინდა შეგახსენოთ,
რომ ეს რბოლაა. ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, ამას ვერავინ წაგვართმევს".
როგორც ჩანს, სერ ლუის ჰამილტონი ამ მარცხის შემდეგ განადგურებულია, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს. შეგახსენებთ, მრბოლელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უინძორის სასახლეში რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით