პილოტები, რომლებმაც შესაძლოა ლეგენდარული ჰამილტონი "მერსედესში" ჩაანაცვლონ

AutoSharing Option
გამორიცხული არ არის, რომ "მერსედესის" ლეგენდარულმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა გასულ სეზონში აბუ-დაბის გრან-პრიზე განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, ბრიტანელ პილოტს ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა ბოლო, 58-ე წრეზე გადაასწრო (რამდენად სამართლიანად, თქვენ განსაჯეთ) და კარიერაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

"ბოლო თვეების განმავლობაში ბოლიდში თავს კარგად ვგრძნობდი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში" - განაცხადა ჰამილტონმა.

როგორც მოგახსენეთ, 37 წლის სერ ლუისმა შესაძლოა 2022 წლის სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს.

მოდი გადავხედოთ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი

ესტებან ოკონი

"ალპინის" 25 წლის მრბოლელმა
2021 წელს უნგრეთის გრან-პრი მოიგო. "მერსედესის" გაახალგაზრდავების პროგრამას თუ გავითვალისწინებთ, ფრანგი ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

პიერ გასლი

"ალფა ტაურის" ნიჭიერი პილოტი სწრაფ და სანახაობრივ რბოლებს გვთავაზობს ხოლმე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც "მერსედესს" შეიძლება ვერ შეუერთდეს, "რედ ბულთან" ამჟამინდელი კავშირია.

ვალტერი ბოტასი

მიუხედავად იმისა, რომ ფინელი მრბოლელი 2021 წლის შემდეგ "მერსედესიდან" "ალფა რომეოში" გადავიდა (ლეგენდარულმა კიმი რაიკონენმა კარიერა დაასრულა), მომავალში შესაძლოა ჯორჯ რასელის გვერდით სწორედ მან იასპარეზოს. შეგახსენებთ, სკანდინავიელი პილოტი გასულ წელს მე-3 ადგილზე (226 ქულა, 1 მოგება და 11 პოდიუმი) გავიდა.

ასეა თუ ისე, გერმანელები დიდი თავსატეხის წინაშე არიან. ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, რას იზამს ჰამილტონი, გააგრძელებს დიდებულ კარიერას თუ დაასრულებს, ამ ყველაფრის შემდეგ კი ტოტო ვოლფსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული