გამორიცხული არ არის, რომ "მერსედესის" ლეგენდარულმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა გასულ სეზონში აბუ-დაბის გრან-პრიზე განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, ბრიტანელ პილოტს ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა ბოლო, 58-ე წრეზე გადაასწრო (რამდენად სამართლიანად, თქვენ განსაჯეთ) და კარიერაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
"ბოლო თვეების განმავლობაში ბოლიდში თავს კარგად ვგრძნობდი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში" - განაცხადა ჰამილტონმა.
როგორც მოგახსენეთ, 37 წლის სერ ლუისმა შესაძლოა 2022 წლის სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს.
მოდი გადავხედოთ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი
ესტებან ოკონი
"ალპინის" 25 წლის მრბოლელმა
პიერ გასლი
"ალფა ტაურის" ნიჭიერი პილოტი სწრაფ და სანახაობრივ რბოლებს გვთავაზობს ხოლმე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც "მერსედესს" შეიძლება ვერ შეუერთდეს, "რედ ბულთან" ამჟამინდელი კავშირია.
ვალტერი ბოტასი
მიუხედავად იმისა, რომ ფინელი მრბოლელი 2021 წლის შემდეგ "მერსედესიდან" "ალფა რომეოში" გადავიდა (ლეგენდარულმა კიმი რაიკონენმა კარიერა დაასრულა), მომავალში შესაძლოა ჯორჯ რასელის გვერდით სწორედ მან იასპარეზოს. შეგახსენებთ, სკანდინავიელი პილოტი გასულ წელს მე-3 ადგილზე (226 ქულა, 1 მოგება და 11 პოდიუმი) გავიდა.
ასეა თუ ისე, გერმანელები დიდი თავსატეხის წინაშე არიან. ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, რას იზამს ჰამილტონი, გააგრძელებს დიდებულ კარიერას თუ დაასრულებს, ამ ყველაფრის შემდეგ კი ტოტო ვოლფსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით