ფორმულა 1-ში "ჰაასის" ყოფილი მრბოლელი ნიკიტა მაზეპინი რუსი სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირიდან მოხსნას გამოეხმაურა და "კულტურის გაუქმება" უწოდა.
შეგახსენებთ, ნიკიტა მამამისთან, დმიტრი მაზეპინთან ("ურალკალის" მფლობელი, რომელთან კონტრაქტიც ასევე გააუქმეს) ერთად გაათავისუფლეს. მოგეხსენებათ, უფროსი მაზეპინი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.
"ჩემ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვეთანხმები, როგორც გითხარით, ვაპირებ ამასთან დაპირისპირებას. ალბათ, ახლა ამის დრო არ არის, რადგან ყველანი ერთად ვხედავთ, რა ხდება სხვა სპორტსმენების თავზეც. ეს არის ჩემი ქვეყნის კულტურის გაუქმება", - განაცხადა მაზეპინმა.
ნიკიტამ BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას (ხედავს თუ ა
რა, რა ხდება უკრაინაში და აპირებს თუ არა საჯარო განცხადების გაკეთებას) უპასუხა:
"იმავე სამყაროში ვცხოვრობ, სადაც თქვენ. მტკივნეულია უყურო ამ ყველაფერს. როგორც ადამიანს, მსოფლიოში მშვიდობა მსურს, თუმცა ამაზე საუბარი დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ვიღაცა აუცილებლად უკმაყოფილო დარჩება. ამიტომ საჯარო დისკუსიისგან თავს შევიკავებ".
მომზადებულია sports-ის მიხედვით