"რედ ბულის" მექსიკელმა პილოტმა, სერხიო პერესმა თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძღოლად დაასახელა.
"მაქსი ძალიან კარგი და მრავალმხრივი მრბოლელია. მჯერა, რომ ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პილოტია, თუ საუკეთესო არა. მას აქვს ის, რაც კონკურენტებს არ აქვთ, შეუძლია პირველი პრაქტიკიდან ფინიშის ხაზამდე თანაბრად საუკეთესოდ იაროს" - განაცხადა "ჩეკომ".
შეგახსენებთ, გასულ წელს ნიდერლანდელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო, წელს კი მოპოვებული ჯილდოს დაცვასთან ახლოსაა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით