კვლავ გარკვეული სირთულეები ჰქონდათ "რენოს" კლიენტებს. დილით ტესტები შეწყდა კამუი კობაიაშის "კატერჰემზე" გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის გამო. შემდეგ ტრასაზე გაჩერდნენ დანიილ კვიატი და პასტორ მალდონადო. "რედ ბულს" მოუწია შეემცირებინა გუშინდელი პროგრამა ძალისმიერი აგრეგატის ელემენტების
გავლილი დისტანციის მხრივ, "რენო" ისევ ყველაზე უკან აღმოჩნდა, მაგრამ გუშინ გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე მეორე სერიისას. მოკლედ, პროგრესი აშკარაა.
ნიკო როსბერგმა 89 წრე გაიარა და ვადაზე ადრე დაასრულა პროგრამა. კიმი რაიკონენი დიდი ხანი შეყოვნდა ბოქსებში - გასულ კვირას "ფერარის" მთავარმა ინჟინერმა ნიკ ფრაიმ დაიჩივლა იმის გამო, ახალ მანქანებზე მცირე პრობლემის მოგვარებასაც კი დიდი დრო სჭირდება. საღამოს ტესტები წითელი დროშების რეჟიმში დასრულდა - რაიკონენის ბოლიდის პრობლემების გამო.
დილით გუნდები კონცენტრირებულნი იყვნენ აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობის შეფასებით, შესვენების შემდეგ კი იყო რბოლის იმიტაცია. ამ დროს შეაფასეს ძალისმიერი აგრეგატის მუშაობა საწვავის ეკონომიის რეჟიმში, იმუშავეს "პირელის" ახალი საბურავებით და დარწმუნდნენ მანქანების საიმედოობაში.
გავლილი დისტანციის მიხედვით, ლიდერები ისევ "მერსედესის" კლიენტები იყვნენ - ზამთრის ტესტებზე კილომეტრაჟით ისინი სხვებზე გაცილებით წინ არიან. ყველაზე მეტი წრე "უილიამსის" პილოტმა გაიარა - გასულ კვირას გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა ამ მაჩვენებლით, როცა ოთხ დღეში 323 წრე დაფარა, გუშინ კი ვალტერი ბოტასმა 128 წრე გაიარა.
ოქმს სათავეში ჩაუდგა სერხიო პერესი, რომელმაც დილის სესიისას დააფიქსირა 1 წუთი და 35.290 წამი, რაც ორი წამით უარესია გასული კვირის საუკეთესო დროზე.
I წრე
1. პერესი (Force India) 1:35.290 (105 წრე)
2. ბოტასი (Williams) +0,894 (128)
3. რაიკონენი (Ferrari) +1,142 (54)
4. როსბერგი (Mercedes) +1,334 (89)
5. სუტილი (Sauber) +2,410 (89)
6. მაგნუსენი (McLaren) +2,535 (109)
7. რიკარდო (Red Bull) +2,618 (39)
8. ჩილტონი (Marussia) +3,320 (44)
9. კვიატი (Toro Rosso) +3,952 (56)
10. მალდონადო (Lotus) +5,309 (31)
11. კობაიაში (Caterham) +6,995 (19)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"