ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა სოციალურ ქსელში ავსტრიის გრან-პრის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივი გულშემატკივრის ქცევის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მე ამაზე საუბარი უნდა მიწევდეს. ზოგადად, პრესკონფერენციებზე ხშირად ვსაუბრობ, რადგან შემიძლია მეტის და მეტის მიღწევა სხვადასხვა გზით. თუ მსოფლიოში მიმდინარე თემებზე საუბარი მენდომებოდა, სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნებდი სხვადასხვა შინაარსის წერილებს.
ამ წელს პოლიტიკასთან დაკავშირებით ხშირად პასუხის გაცემა მომიწია, მაგრამ იცოდეთ, მე უბრალოდ მრბოლელი ვარ. თუ მკითხავენ, ჩემს აზრს აუცილებლად დავაფიქსირებ,
მაგრამ ამაზე ფოკუსირება არ უნდა მიწევდეს, პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, მე სპორტსმენი ვარ, მრბოლელი. ხალხი მიჭერს მხარს, ჩემი გულშემატკივრები არიან და თუ ავსტრიაში რაღაც მოხდა, ფორმულა 1-ის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა მოაგვაროს და არა მრბოლელებმა" - განაცხადა ფერსტაპენმა.
შეგახსენებთ, ავსტრიის გრან-პრიზე "მერსედესის" მრბოლელმა ლუის ჰამილტონმა კვალიფიკაციის მიმდინარეობისას ბოლიდზე მართვა დაკარგა და სპეციალურად მოწყობილ კონსტრუქციას შეეჯახა, რის შემდეგაც ნიდერლანდელის 50 000-კაციანი "ნარინჯისფერი ტრიბუნა" გაგიჟდა და ოვაციები გამოხატა, რაც, რა თქმა უნდა, არასამართლიანი საქციელია...
თუმცა, ამის საპირისპიროდ, ბრიტანეთის გრან-პრიზე ფერსტაპენის ჩაგდებულ რბოლას ლუისის ფანები დიდი სიხარულით ადევნებდნენ თვალს, თუმცა, მაქსისგან განსხვავებით, 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა გულშემატკივრებს ნიდერლანდელის პატივისცემისკენ მოუწოდა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
უმძიმესი ავარია და ფორმულა 1-ის ზღაპრული სამყარო სილვერსტოუნში [VIDEO]