უმძიმესი ავარია და მაგარი რბოლა ამერიკაში - მაქსმა შუმახერის რეკორდი გაიმეორა, ჰამილტონს მოგებამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმულა 1-ში ამერიკის გრან-პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში რიგით მე-13 გამარჯვება აღმოჩნდა და მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა.

კვალიფიკაციაზე პირველი და მეორე ადგილები კარლოს საინსმა და შარლ ლეკლერმა მოიპოვეს (ორივე "ფერარი"), თუმცა მონეგასკმა რბოლა მე-12 პოზიციიდან დაიწყო (ჯარიმა).

მე-3 და მე-4 პოზიციებზე მაქს ფერსტაპენი და სერხიო პერესი (ორივე "რედ ბული") გავიდნენ, მაგრამ მექსიკელმა რბოლა ჯარიმის გამო მე-9 ადგილიდან დაიწყო.

შემდეგ უკვე "მერსედესების" დროც დადგა, მე-5 და მე-6 ადგილები ლუის ჰამილტონმა და ჯორჯ რასელმა მოიპოვეს. ათეულში გავიდნენ
ასევე ლენს სტროლი ("ასტონ მარტინი"), ლანდო ნორისი ("მაკლარენი"), ფერნანდო ალონსო ("ალპინი") და ვალტერი ბოტასი ("ალფა რომეო").

რაც შეეხება რბოლას, ფერსტაპენი მაშინვე დაწინაურდა, კარლოს საინსს კი ჯორჯ რასელი დაეჯახა და ასპარეზობას გამოეთიშა. ასე დასრულდა ესპანელის მორიგი გრან-პრი...

Sportall.Ge

22-ე წრეზე ლენს სტროლსა და ფერნანდო ალონსოს შორის უმძიმესი შეჯახება მოხდა. საბედნიეროდ, ორივე პილოტი კარგადაა.

36-ე წრეზე "რედ ბულის" პიტ-სტოპმა მაქსი დააღალატა და ბოქსებში 11.1 წამი დააყოვნა, რის შემდეგაც ლუის ჰამილტონი გალიდერდა. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ტემპს მოუმატა, საბურავიც გამოიცვალა, თუმცა ავსტრიული საჯინიბო ამ სეზონში წარმოუდგენელ შედეგს აფიქსირებს. აქვე გეტყვით, რომ მრბოლელის გაჩემპიონების შემდეგ კონსტრუქტორთა თასიც მოიგეს.

39-ე წრეზე გულშემატკივარმა შარლ ლეკლერისა და მაქს ფერსტაპენის შესანიშნავი დაპირისპირება იხილა, ჩქაროსნული მოსახვევები, გადასწრებები... უკვე 50-ე წრეზე კი ნიდერლანდელმა ლუისიც ჩამოიტოვა და მორიგი გამარჯვებისკენ გაფრინდა.

საუკეთესო მრბოლელად სებასტიან ფეტელი დასახელდა, ლეგენდარულმა გერმანელმა ბოლო რამდენიმე მოსახვევში საკუთარი კარიერის საუკეთესო წლები გაგვახსენა მას შემდეგ, რაც "ჰაასელი" კევინ მაგნუსენი ჩამოიტოვა.

საბოლოოდ, ფინიშის ხაზი შემდეგი თანამიმდრევრობით გადაკვეთეს: მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული"), ლუის ჰამილტონი ("მერსედესი"), შარლ ლეკლერი ("ფერარი"), სერხიო პერესი ("რედ ბული"), ჯორჯ რასელი ("მერსედესი"), ლანდო ნორისი ("მაკლარენი"), ფერნანდო ალონსო ("ალპინი"), სებასტიან ფეტელი ("ასტონ მარტინი"), კევინ მაგნუსენი ("ჰაასი"), იუკი ცუნოდა ("ალფა ტაური").

სატურნირო მდგომარეობა კი შემდეგნაირია: მაქს ფერსტაპენი (391 ქულა, უკვე ჩემპიონია), შარლ ლეკლერი (267 ქულა), სერხიო პერესი (265 ქულა), ჯორჯ რასელი (218 ქულა), კარლოს საინსი (202 ქულა), ლუის ჰამილტონი (198 ქულა), ლანდო ნორისი (109 ქულა).

შემდეგი რბოლა 31 ოქტომბერს, მექსიკაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული