ჰამილტონს ბრაზილიის მოქალაქეობა გადასცეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2008 წელს ლუის ჰამილტონმა პირველი მსოფლიო ჩემპიონობა ბრაზილიის გრან-პრიზე მოიპოვა, მოგეხსენებათ, ბრიტანელი ჩემპიონი 7-ჯერ გახდა.

გასულ სეზონში ინტერლაგოსის ტრასაზე გამარჯვების შემდეგ ბრაზილიის მთავრობამ მისთვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ჩაიფიქრა.

მოგეხსენებათ, ლუისი ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის, აირტონ სენას დიდი გულშემატკივარი არის, გასულ სეზონში კი გამარჯვების შემდეგ პოდიუმზე ბრაზილიის დროშით წარდგა, რის შემდეგაც კონგრესმენმა ანდრე ფიგუერედომ სერ ლუისისთვის საპატიო მოქალაქეობის გადაცემის ინიციატივა გამოხატა.

ჰამილტონმა ბრაზილიაში ჯამში 3-ჯერ იმარჯვა: 2016, 2018 და 2021 წლებში, 13 ნოემბერს (თბილისის დროით 22:00 საათზე) კი მეოთხე გამარჯვებას შეეცდება, თუმცა
ამჯერად, როგორც ფავორიტი, ისე ვერ ჩავა, რადგან "რედ ბული" და მაქს ფერსტაპენი შესანიშნავად გამოიყურებიან...

საპატიო მოქალაქეობის მიღების შემდეგ ლუისმა დეპუტატებს მიმართა:

"თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. ბრაზილიასთან არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი მაკავშირებს. განსაკუთრებით, 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემ დაფასებას ასე აპირებდით".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული