"ფულის შოვნის ლიმიტი უნდა არსებობდეს; კარგი იქნება, თუ ამ კანონს შემოიღებენ" - ლუის ჰამილტონი

AutoSharing Option
7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ძალიან ანაღვლებს ადამიანებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება.

"ერთ-ერთი რაღაც, რაზედაც ყოველდღიურად ვფიქრობ, არის უკიდურესი უთანასწორობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც უკვე ათასწლეულებია მოგვდგამს. როცა ლოს-ანჯელესში გაივლი, ქუჩაში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდები...

ჩემი აზრით, ადამიანები მილიარდებს არ უნდა შოულობდნენ. რაღაც კონკრეტული ლიმიტი უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც მხრივ ერთნაირად იცხოვრონ. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ასეთი კანონის შემოღებაზე, ეს ყველაფერი თანასწორობას ხელს შეუწყობს, თუმცა ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს წესი იურიდიულად"
- განაცხადა ლუისმა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ადამიანი ბუნებით არის კაპიტალისტი და მესაკუთრე.
ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.
ჩემი არის ჩემი და მორჩა.
მე ამას სხვას გავუნაწილებ თუ არა ჩემი საქმეა და არავისი სხვისი.
სწორია არასწორიას ადგილი აქ არაა.
შემოსავლზე ზღვარის დაწესება ავტომატურად გამოიწვევს განვითარების და პროგრესის შეჩერებას.
უბრალოდ მოტივაცია აღარ ექნება ბევრს.
ას ლარიან საქმეში უნდა მიიღო ასი ლარი, ათას ლარიან საქმეში ათასი და მილიონიანში მილიონი.
თუ ვინმეს ასი ლარი არ მოწონს და მილიონი უნდა, გააკეთოს მილიონიანი საქმე.
პ.ს. არ დაიშუროთ ანლაიქები :D
მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა დავწერე აბა ტყული?
კიდევ ერთხელ, სწორი/არასწორი ძალიან პირობითია და აქ არაა მაგის ადგილი.
ერთ-ერთი როკფელერი
24 იანვარი 2023 22:09
4
დათო - სკანდინავიაში არის კაპიტალიზმი და წერტილი.
კაპიტალიზმის ის ნაირსახეობა რაც სკანდინავიაშია დაწყებულია ე.წ. "სისხლისმსმელი კაპიტალიზმით". იქ დააგროვეს დოვლათი და მერე დაიწყეს ისე ცხოვრება როგორც ცხოვრობენ.
და საქართველოში რო სკანდინავიის მოდელი კარგი გონიათ სასაცილოა ცოტა.
იქამდე დიდი გზაა წინ.

ხალხო - ქრისტიანობა არის მმართველი კლასის რელიგია, გეუბნება რო რაც გაქ იმით დაკმაყოფილდი, მეტი საიქიოში გექნება. სიმდიდრე და კაი ცხოვრება ხიხიაა, ღარიბი უფრო ადვილად მოხვდება სამოთხეში ვიდრე მდიდარიო. ადგილზე გაჭედებს, ასე ვთქვათ. ევროპას კაი ხანს ქონდა ეგ პრობლემა, სანამ არ განავისუფლდა რელიგიის მარწუხებისგან და ახლა რელიგიას თავისი ადგილი აქ და დანარჩენს თავისი.
რაც შეეხება ფეხბურთელს რატო აქვს დიდი ხელფასი და სხვა ნაკლები, ძალიან მარტივი რამეა.
იმიტო აქვს რო თქვენ სპორტალზე დააკომენტარეთ და არა კარიბჭეზე.
იმიტო რო მის შექმნილ პროდუქტს ( რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს დიახ, პროდუქტს ) მილიარდობით ადამიანი უყურებს ყოველ დღე და იმ ფეხბურთელებს მაღალლ ხელფასს ჩვენ ვაძლევთ და იმ ექიმებსაც დაბალ ხელფასს ჩვენ ვაძლევს. სხვას ნუ დააბრალებთ ნურავის. ჩათვალეთ, როდესაც მორიგ საფეხბურთო მატჩს უყურებთ, თქვენის მხრივ ხელფასს აკლებთ ექიმს და უმატებთ ფეხბურთელს :D
ერთ-ერთი როკფელერი
25 იანვარი 2023 13:07
1
გეთანხმები ადამიანთა ბუნება უმეტესობის მაინც ასეთია მაგრამ სკანდინავიის ქვეყნებში შეხედე მანდ არის ნახევრად კაპიტალიზმი და ნახევრად სოციალიზმი ძალიან კარგად ცხოვრობენ
დათო
25 იანვარი 2023 11:56
0
ყველა გამოხმაურება
ლუის, ადამიანების თანასწორობას სოციალიზმი ღაღადებდა, რომელსაც განვითარებულ კაპიტალიზმს უწოდებენ და რომელიც ადამიანების თანასწორობას ნიშნავდა, მაგრამ იდეოლოგიის ზედმეტად გაფეტიშებამ ათეიზმთან ერთად იგი საფუძველშივე მოკლა. სოციალიზმიდან კომუნიზმში უნდა გადასულიყო კაცობრიობა, მაგრამ სოციალიზმი მდიდარ კასტას არ უნდოდა, მათ, ვინც მსოფლიო მმართველ ელიტებში არიან მოკალათებულნი! კაპიტალიზმი იგივე ნეოფეოდალიზმია (მანამდე მონათმფლობელობა იყო), ოღონდ ოდნავ მეტი უფლებებით, ადრე თუ ბატონი და გლეხი იყო, ახლა კორპორაციები და მათი მომსახურე პირები არიან. კაპიტალიზმში ყოველთვის იქნებიან ღარიბები და რაც უფრო გაიზრდება მილიარდერთა კაპიტალი, მით უფრო გაკოტრდებიან დანარჩენები, რადგან ეს პირდაპირპროპორციულია. სოციალიზმი მდიდრებს არ აწყობდა თქო, რადგან ელიტებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება პირამიდული პრინციპით. სოციალიზმის შემთხვევაში კაპიტალი სახელმწიფოს ხელში იყო და არა კერძო პირის ხელში და როგორ გგონია, მასკი მართლა ასე ჭკვიანია, როგორადაც თავი მოაქვს? იგი ბიზნესმენია და ზედმეტებში გადასვლამ უკვე მილიარდობით დოლარი დააკარგვინა. ნიკოლა ტესლას მსგავსი გენიოსი თავის საქმეში მე ნამდვილად არავინ მგონია ყოფილიყო, რომელიც სიღარიბეში გარდაიცვალა, არადა ის მოტორის გარეშე მივიდა მეცნიერებთან და უთხრა, მე შემიძლია კოსმოსის ენერგიით მანქანა ვატაროო. და რა მოხდა, რატომ არ ეღირსა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ტესლას პროექტებს განხორციელება? ის დაკონსერვდა და რადგან აშშ-ში სახელმწიფო საკუთრება არ არსებობს, მასკს, როგორც მდიდარ ბიზნესმენს მიეცა საშუალება განეხორციელებინა ნიკოლა ტესლას პროექტები. სწორედ ამ პერიოდში შავი ოქროს (ნავთობი) ციებცხელებამ პიკს მიაღწია და ვინაიდან ნავთობის ფასების მერყეობა მდიდართა კასტას არ აწყობდა ტესლას პროექტი გაიყინა, ახლა კი ნავთობის, როგორც სავაჭრო იარაღის, შანტაჟად გამოყენებას აპირებენ მავანნი, თუმცა ნავთობის მარაგებიც არაა უსასრულო.
ასე რომ დამპალი კაპიტალიზმი არასდროს დაუშვებს ყველას კარგად ყოფნას, გამრავლდებიან მდიდრები და მთთან ერთად ღარიბები! ამიტომ ლუისი ტყუილად წუხს, ყოველთვის იქნებიან მათხოვრები, რადგან მდიდარი ელიტა არ დაუშვებს თანასწორობას. დღეს მილიარდერები არიან მეფეები, მილიონერები კი ერისთავები!
ლაშა
24 იანვარი 2023 17:11
4
მართალია Xist, სტალინი ჭეშმარიტიმართლმადიდებელი იყო. მის პერიოდში მისნაირი პიროვნება თუ გააკეთებდა იმას, რაც მან შეძლო, მაგრამ ვერაგულად შემოაგდეს თემა, ვითომ მის მოკვლას აპირებდა გარემოცვა. სტალინი გაწირეს, შემდეგ მცირე ხანს მალენკოვი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელიც ბერიას მკვლელმა ხრუშოვმა ჩაანაცვლა და როგორ გგონია, ეს მან დამოუკიდებლად შეძლო? გახსოვთ გაეროს შტაბ-ბინაში ხრუშოვის გამოსვლისას მის მიერ ფეხსაცმლის ტრიბუნაზე ბრახუნით მუქარა დასავლეთისადმი? სინამდვილეში ხრუშოვი აგენტი იყო და უნდოდა სსრკ-ის დანგრევა ბერიასგან განსხვავებით, რომელსაც სსრკ-ის მოდერნიზაცია სურდა დღევანდელი ევროკავშირის მსგავსად, რომელიც 1951 წელს შეიქმნა. ხრუშოვმა დაიწყო და გორბაჩოვმა დაასრულა სსრკ-ის დანგრევა და ამ ნანგრევებში სამწუხაროდ საქართველოც მოჰყვა.
ბერიამ სხვათაშორის თურქეთს მოსთხოვა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები ომის შემდეგ, რომელიც ბევრს ავიწყდება რატომღაც, და სწორედ ძალიან მალე საიდუმლო ვითარებაში სულ სხვა მოტივით მოიშორეს თავიდან ისე, როგორც კენედი, ამოს საიდუმლო მასალების გამჟღავნების გამო, რასაც დღემდე აშშ ოფიციალურად არ აღიარებს.
ლაშა
25 იანვარი 2023 12:10
1
ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) გარეშე სოციალიზმს არავინ არ განახორციელებს. ებრაელებმა სოციალიზმი (მარქსიზმი) სათავისოდ გამოიყენეს, ხალხი დააგოიმეს დაიმონეს და თვითონ ელიტა ისევ კაპიტალისტურად ცხოვრობდნენ. ასე იყო თავიდან რომ მოეთრნენ ბოლშევიკები ლენინის დროს, და სტალინის მკვლელობის მერე საბჭოთა კავშირის ბოლო დეკადებში. ელიტა არაფერს არ იკლებდა. ეგ იყო მაგათი გეგმა სინამდვილეში. ამიტომ ხალხი არ უნდა დაგოიმდეს, არ დაიჯეროთ რომ ვინმე მართლა გადაგყვებათ თან. საკუთარ სიმდიდრეს მოიკლებენ და მართლა სოციალიზმს ჩაგახუტებენ. პრინციპში ჩაგახუტებენ ოღონდ ეგ მარტო თქვენთვის, აჰა გინდოდათ და იმუშავეთო იპახავეთო ჩვენ ვიგულავებთო სამაგიეროდ. აპაა მეტი საქმე არა აქვთ ვირთხებს. პოლიტიკოსი პოლიტიკოსია ვირთხები ვირთხებად დარჩებიან. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მაგ "სოციალიზმით" კი საბოლოოდ დაიმონებენ ხალხს ეგ არის ბოლო ეტაპი. მდიდრები რომ უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო ღარიბდებიან, ეგ არის "სოციალიზმს" შემოაგდებენ და საერთოდ დაგიმონებენ ბოლოს. ერთადერთი სტალინმა განახორციელა ნამდვილი სოციალიზმი, იმიტომ რომ ის სემინარიელი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. მაგრამ დღეს ეკლესიაშიც შეაღწია კაპიტალისტობამ და ფუფუნებით ცხოვრებამ, ყველა არა მაგრამ ეგენიც იგივეს აკეთებენ ხალხს აგოიმებენ თვითონ მაფიოზურად ცხოვრობენ. რუის-ურბნისის კრების საბოლოო განჩინება ის იყო რომ უღირსად ჩაითვალა ყველა ის ვინც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა. ესეიგი საბოლოოდ მაგით გაამტყუნეს მაგით დაიჭირეს რომ უღირსი სასულიერო პირები ფუფუნებით ცხოვრობდნენ, სხვა ყველაფერში თავი იმართლეს მაგაში ვერ გაიმართლეს. და ეგრე გაწმინდეს ეკლესია. ძირითადად ბერები და ისიც ნამდვილი ბერები, განდეგილები და მათხოვრები ვინც მართლა მოწყვეტილია ფუფუნებას და ცხოვრებას. სხვა არავინ არაა მაგის გამკეთებელი რეალურად საერთოდ. პრაქტიკაში არ არიან საერთოდ. ხალხი ამას უნდა მიხვდეს, საიდან იწყება სამართალი და ჭეშმარიტი სამართლიანობისკენ გზა
Xist
25 იანვარი 2023 11:16
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული