"ფულის შოვნის ლიმიტი უნდა არსებობდეს; კარგი იქნება, თუ ამ კანონს შემოიღებენ" - ლუის ჰამილტონი

AutoSharing Option
7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ძალიან ანაღვლებს ადამიანებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება.

"ერთ-ერთი რაღაც, რაზედაც ყოველდღიურად ვფიქრობ, არის უკიდურესი უთანასწორობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც უკვე ათასწლეულებია მოგვდგამს. როცა ლოს-ანჯელესში გაივლი, ქუჩაში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდები...

ჩემი აზრით, ადამიანები მილიარდებს არ უნდა შოულობდნენ. რაღაც კონკრეტული ლიმიტი უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც მხრივ ერთნაირად იცხოვრონ. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ასეთი კანონის შემოღებაზე, ეს ყველაფერი თანასწორობას ხელს შეუწყობს, თუმცა ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს წესი იურიდიულად"
- განაცხადა ლუისმა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლუის, ადამიანების თანასწორობას სოციალიზმი ღაღადებდა, რომელსაც განვითარებულ კაპიტალიზმს უწოდებენ და რომელიც ადამიანების თანასწორობას ნიშნავდა, მაგრამ იდეოლოგიის ზედმეტად გაფეტიშებამ ათეიზმთან ერთად იგი საფუძველშივე მოკლა. სოციალიზმიდან კომუნიზმში უნდა გადასულიყო კაცობრიობა, მაგრამ სოციალიზმი მდიდარ კასტას არ უნდოდა, მათ, ვინც მსოფლიო მმართველ ელიტებში არიან მოკალათებულნი! კაპიტალიზმი იგივე ნეოფეოდალიზმია (მანამდე მონათმფლობელობა იყო), ოღონდ ოდნავ მეტი უფლებებით, ადრე თუ ბატონი და გლეხი იყო, ახლა კორპორაციები და მათი მომსახურე პირები არიან. კაპიტალიზმში ყოველთვის იქნებიან ღარიბები და რაც უფრო გაიზრდება მილიარდერთა კაპიტალი, მით უფრო გაკოტრდებიან დანარჩენები, რადგან ეს პირდაპირპროპორციულია. სოციალიზმი მდიდრებს არ აწყობდა თქო, რადგან ელიტებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება პირამიდული პრინციპით. სოციალიზმის შემთხვევაში კაპიტალი სახელმწიფოს ხელში იყო და არა კერძო პირის ხელში და როგორ გგონია, მასკი მართლა ასე ჭკვიანია, როგორადაც თავი მოაქვს? იგი ბიზნესმენია და ზედმეტებში გადასვლამ უკვე მილიარდობით დოლარი დააკარგვინა. ნიკოლა ტესლას მსგავსი გენიოსი თავის საქმეში მე ნამდვილად არავინ მგონია ყოფილიყო, რომელიც სიღარიბეში გარდაიცვალა, არადა ის მოტორის გარეშე მივიდა მეცნიერებთან და უთხრა, მე შემიძლია კოსმოსის ენერგიით მანქანა ვატაროო. და რა მოხდა, რატომ არ ეღირსა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ტესლას პროექტებს განხორციელება? ის დაკონსერვდა და რადგან აშშ-ში სახელმწიფო საკუთრება არ არსებობს, მასკს, როგორც მდიდარ ბიზნესმენს მიეცა საშუალება განეხორციელებინა ნიკოლა ტესლას პროექტები. სწორედ ამ პერიოდში შავი ოქროს (ნავთობი) ციებცხელებამ პიკს მიაღწია და ვინაიდან ნავთობის ფასების მერყეობა მდიდართა კასტას არ აწყობდა ტესლას პროექტი გაიყინა, ახლა კი ნავთობის, როგორც სავაჭრო იარაღის, შანტაჟად გამოყენებას აპირებენ მავანნი, თუმცა ნავთობის მარაგებიც არაა უსასრულო.
ასე რომ დამპალი კაპიტალიზმი არასდროს დაუშვებს ყველას კარგად ყოფნას, გამრავლდებიან მდიდრები და მთთან ერთად ღარიბები! ამიტომ ლუისი ტყუილად წუხს, ყოველთვის იქნებიან მათხოვრები, რადგან მდიდარი ელიტა არ დაუშვებს თანასწორობას. დღეს მილიარდერები არიან მეფეები, მილიონერები კი ერისთავები!
ლაშა
17:11 24-01-2023
4
ადამიანი ბუნებით არის კაპიტალისტი და მესაკუთრე.
ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.
ჩემი არის ჩემი და მორჩა.
მე ამას სხვას გავუნაწილებ თუ არა ჩემი საქმეა და არავისი სხვისი.
სწორია არასწორიას ადგილი აქ არაა.
შემოსავლზე ზღვარის დაწესება ავტომატურად გამოიწვევს განვითარების და პროგრესის შეჩერებას.
უბრალოდ მოტივაცია აღარ ექნება ბევრს.
ას ლარიან საქმეში უნდა მიიღო ასი ლარი, ათას ლარიან საქმეში ათასი და მილიონიანში მილიონი.
თუ ვინმეს ასი ლარი არ მოწონს და მილიონი უნდა, გააკეთოს მილიონიანი საქმე.
პ.ს. არ დაიშუროთ ანლაიქები :D
მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა დავწერე აბა ტყული?
კიდევ ერთხელ, სწორი/არასწორი ძალიან პირობითია და აქ არაა მაგის ადგილი.
ერთ-ერთი როკფელერი
22:09 24-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული