"W14-ის პრობლემებზე მართალი ვიყავი, მათ არ დამიჯერეს" - ლუის ჰამილტონი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა W14-ის ("მერსედესის" წლევანდელი მანქანის სახელწოდება) პრობლემებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ლუისმა გერმანული გუნდის ინჟინრები ბოლიდის შესაძლო პრობლემებზე გააფრთხილა.

"მე იმ ადამიანების რიცხვში შევდივარ, რომლებსაც გვინდა, ყოველთვის მართლები ვიყოთ, თუმცა ლოგიკურია, ეს ყოველთვის ასე არაა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი ვიყავი და ახლა დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ამბობენ: "ხომ გეუბნებოდით". ყველაფრის მიუხედავად, მე მრბოლელი ვარ და არა ინჟინერი, თუმცა კარგად მესმის ბოლიდის ენა. ამიტომ ერთმანეთს უნდა ვენდოთ, მე გუნდის წევრებს უნდა ვუსმენდე, ისინი - მე.
უთანხმოება გარდაუვალია, თუმცა ყველამ უნდა ვაღიაროთ, შევიკრიბოთ და პრობლემა აღმოვფხვრათ" - განაცხადა ჰამილტონმა.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის წლევანდელ სეზონში "მერსედესი" არასახარბიელო მდგომარეობაშია, ბაჰრეინში "ისრებმა" მე-5 (ჰამილტონმა) და მე-7 ადგილი (რასელმა) დაიკავეს, საუდის არაბეთში კი - მე-4 (რასელმა) და მე-5 ჰამილტონმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული