"ალპინის" ფრანგმა პილოტმა პიერ გასლიმ პრესკონფერენციაზე ავსტრიის გრან-პრიზე ტრასის ლიმიტებთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
შეგახსენებთ, "რედ ბულ რიგზე" ლიმიტის დარღვევა ბევრჯერ დაფიქსირდა, რბოლის დასრულების შემდეგ კი ხელმძღვანელობამ 1000-ზე მეტი შემთხვევა განიხილა, რის გამოც ბევრი რამ შეიცვალა და მრბოლელები დააჯარიმეს. მაგალითად, პიერმა ფინიშის ხაზი მეცხრემ გადაკვეთა, განხილვის შემდეგ კი მე-10 პოზიციაზე აღმოჩნდა.
"მირჩევნია, არ ვილაპარაკო, რადგან თუ ამაზე ხმას ამოვიღებ, პრობლემები შემექმნება" - განაცხადა გასლიმ.
ფორმულა 1-ში მომდევნო გრან-პრი ბრიტანეთში ხვალ და ზეგ გაიმართება (კვალიფიკაცია შაბათს, 18:00, რბოლა კვირას, 18:00).