"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში "მერსედესის" პილოტმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება მიმდინარე სეზონი, რომ ინგლისურ-გერმანული გუნდის მიერ შემოთავაზებულ ბოლიდში აღარ ჩაჯდეს.

"ჩემთვის რბოლა მარტივია, უბრალოდ, კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგი უნდა დავაფიქსირო, რაც ბოლო რბოლაში არ გამომივიდა. ვნებდები ამ მანქანის შესაძლებლობებს. პელეტონში სისწრაფით მესამე ადგილზე ვართ. გვინდა, უფრო სწრაფები ვიყოთ. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს კალენდარული წელიწადი და მოვა თებერვალი, რომ ახალი სეზონი დავიწყოთ" - განაცხადა ლუისმა.

შეგახსენებთ, "მონცას" რბოლის შემდეგ ლუისი 164 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ჩამორჩება
მაქს ფერსტაპენს, სერხიო პერესსა (ორივე "რედ ბული") და ფერნანდო ალონსოს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლიდიც უკეთესი ყავს და ფერსტაპენიც უძლიერესი მრბოლელია.სეტანტაზე გადის ხოლმე და უყურე მაგარი აზარტი აქვს.ნუ მე ძაან მიყვარს ეს სპორტი.
კახა
23:56 05-05-2024
0
დიდად ვერ ვერკვევი ფორმულა 1-ში მეტნაკლებად ვადევნებ თვალს, ერთი რაღაც ვერ გავიგე და ვინც ერკვევა კითხვა მაქვს, ახლო წარსულში სულ ჰამილტონს გაიძახოდნენ და ყველაფერს ეგ იგებდა, 7-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ეხლა რა შეიცვალა ასე რადიკალურად რომ სამეულშიც უჭირს მოხვედრა და ახლოსაც ვეღარ მიდის ფერსტაპენთან? ესეთი ცუდი ბოლიდით გამოდის თუ სხვა რამ არის მიზეზი?
ბექა90
17:38 07-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული