უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა

AutoSharing Option
გუშინ, 8 ოქტომბერს, კატარში ფორმულა 1-ის მორიგი გრან-პრი გაიმართა. გამარჯვება აწ უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.

მოგეხსენებათ, კატარში სარბოლოდ მძიმე პირობებია, მრბოლელებისთვის კი ეს ყველაფერი საშინელება აღმოჩნდა. რბოლის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო პადოკში კატარის გრან-პრის დასრულების შემდეგ.

Sportall.Ge

მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) და ოსკარ პიასტი (მაკლარენი) მოსაცდელ ოთახში ფეხზე წამოდგომას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ორივე მრბოლელმა აღნიშნა, რომ ეს მათთვის ყველაზე რთული
რბოლა იყო.

Sportall.Ge

ესტებან ოკონმა (ალპინი) მე-15 წრეზე ჩაფხუტში აღებინა, თუმცა შეძლო და რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა, რითაც 2 ქულა დაისაკუთრა.

Sportall.Ge

ლოგან სერჟენტმა (უილიამსი) რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან დეჰიდრატაციის გამო თავს ცუდად გრძნობდა. ამერიკელ პილოტს ბოლიდიდან ამოსვლაც გაუჭირდა. მოგვიანებით მას და მის თანაგუნდელს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

Sportall.Ge

ლანდო ნორისმა (მაკლარენი) განაცხადა, რომ რბოლის შემდეგ რამდენიმე მძღოლი გაითიშა და სამედიცინო შემოწმება დასჭირდათ. ბრიტანელმა ასევე აღნიშნა, რომ კატარში გამართული გრან-პრი მისთვის ყველაზე ძნელია.

Sportall.Ge

ჯორჯ რასელი (მერსედესი) დაახლოებით 300 კილომეტრ საათით მიდიოდა, რა დროსაც საჭეს ხელი გაუშვა, რათა გაგრილებულიყო.


ყველაზე მძიმე ეს კადრია, როდესაც ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) ბოლიდიდან ამოსვლას ვერ ახერხებს, შემდეგ კი პირდაპირ სასწრაფოს მანქანისკენ მიდის, რა დროსაც კარებს ეჯახება.





მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვიცი 92 წელს ლაივში მაქვს ნანახი ჩემმა მეზობელმა მხედრიონელმა მეორე მეზობელს და თავის ნათესავს ჯაბას შეგინებისთვის ფეხებზე რო კალაშნიკოვის ჯერი გადაატარა და დააკოჭლა.
უარესებიც მაქვს ნანახი როგორც ყველა 90იანების გამოსვლის და ამას გადავიტანთ.
დამამშვიდებელს მაინც დავლევ ძილის წინ
Levani
21:21 09-10-2023
3

სიახლეები პოპულარული