ძალიან უიღბლო კაროლინ ვოზნიაცკი

AutoSharing Option
გასულ კვირას, ქალთა და მამაკაცთა პროფესიულ ტურში რამდენიმე საინტერესო ტურნირი გაიმართა.

ქალებს შორის შვედეთის ქალაქ ბაშტადის ტურნირზე წელს მეხუთე ფინალში გავიდა დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი. ამ მაჩვენებლით ის მიმდინარე სეზონის ლიდერია, მაგრამ სკანდინავიელმა ხუთივე გადამწყვეტი მატჩი დათმო. ამჯერად, მან საათსა და 49 წუთში წააგო ჩეხ კატერინა სინიაკოვასთან - 3:6, 4:6.

შვედეთის ტურნირამდე, ვოზნიაცკიმ 2017 წელს კაროლინა პლიშკოვასთან წააგო დოჰასა და ისტბურნის ტურნირების ფინალები, დუბაიში დამარცხდა ელინა სვიტოლინასთან და მაიამიში - იოჰანა კონტასთან.

* * *
აშშ-ის ქალაქ ატლანტაში კაცების ტურნირი მოიგო
ადგილობრივმა ჯონ ისნერმა, რომელმაც ფინალში თანამემამულე რაიან ჰარისონი დაამარცხა საათსა და 47 წუთში - 7:6(6), 7:6(7). ისნერმა 23 ეისი ჩააწოდა და ერთი ბრეიკი შეასრულა.

ისნერისთვის ეს მეოთხე გამარჯვებაა ამ ტურნირზე. 2015 წელს, ატლანტაში გამარჯვების შემდეგ, ამერიკელი ორი წელი უტიტულოდ იყო და ეს სერია 23 ივლისს, ნიუპორტში მოგებით შეწყვიტა. ასე რომ, ბოლო ორ კვირაში ისნერმა ორი ტიტულის მოგება მოასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული