სერენა უილიამსი - დისკრიმინაციაზე, სექსიზმსა და რასიზმზე

AutoSharing Option
ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჯერაც არსებობს მამაკაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობის პრობლემა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ შავკანიანებისთვის წარმატების მიღწევა უფრო რთულია.

"შავკანიანი ქალები მამაკაცებზე ნაკლებს იღებენ, - ამბობს უილიამსი Fortune-თან კომენტარში. - მამაკაცის მიერ გამომუშავებულ ერთ დოლარზე შავკანიანი ქალის მიერ გამომუშავებული მხოლოდ 63 ცენტი მოდის. და შავკანიანი ქალები 17 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე თეთრკანიანები. ეს სამართლიანია აშშ-ის ყველა რეგიონისთვის.

როცა ვიზრდებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ვერ მოვახერხებდი ოცნებების ასრულებას. იმიტომ, რომ ქალი ვარ და თან, შავკანიანი. ცხოვრების
ყველა ეტაპზე მიწევდა ბრძოლა. უსამართლოდ მექცეოდნენ ექიმები, პატივს არ მცემდნენ მამაკაცები, ყველაზე რთულ დროს კი რასისტული გამოხდომების საგანი ვიყავი საჩოგბურთო კორტზე და მის მიღმა.

მე შევძელი პროგრესი. მქონდა ნიჭი, არანორმალურივით ვმუშაობდი და ფინანსურად წარმატებული გავხდი. მაგრამ ჩემზე ლაპარაკი არ არის, არამედ, 24 მილიონ შავკანიან ქალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩოგბურთი რომ არა, მე მათ შორის ვიქნებოდი. სიღარიბე, დისკრიმინაცია და სექსიზმი გაცილებით რთული გადასალახია, ვიდრე რეკორდების დამყარება და "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების მოპოვება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული