ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ წყვილებშიც გადალახა პირველი ბარიერი იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად - სამ სეტში ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ტერეზა მდრეზას (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) 6:2, 3:6, 11:9 აჯობა. მატჩი საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
ქართულ-იტალიური დუეტი მეოთხედფინალში ალონა ფომინას (უკრაინა) და მაგდალენა ფრეჩს (პოლონეთი) გაუწევს მეტოქეობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"