დევისის თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დევისის თასის 2018 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაშობს და 2018 წელს, პირველი წრის შეხვედრას 3-4 თებერვალს ჩაატარებს მაროკოს წინააღმდეგ.

წილისყრის მიხედვით, მასპინძლები აფრიკელები იქნებიან. შესაბამისად, მათ უნდა აარჩიონ კორტის საფარი.

თუ საქართველოს ნაკრებმა, რომელიც თავის ჯგუფში მე-8 ნომრად არის განთესილი, მაროკოს დამარცხება მოახერხა, მეორე რაუნდში პირველ ნომრად განთესილ რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო მარცხის შემთხვევაში, II ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველო ამავე წყვილში
დამარცხებულ გუნდს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული