როჯერ ფედერერმა კილტით ითამაშა და მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თანამედროვე ჩოგბურთის ორმა ვარსკვლავმა - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ გლაზგოში საჩვენებელი მატჩი ჩაატარეს, რომელიც ფედერერმა სამ სეტში მოიგო - 6:3, 3:6, 10:6. შეხვედრა საათი და 35 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტის მსვლელობისას, როჯერმა შოტლანდიური ეროვნული სამოსი - კილტი მოირგო და ერთი გეიმი ასე უცნაურად ჩაცმულმა ჩაატარა, მაგრამ შეძლო მისი მოგება.

გეიმის დასრულების შემდეგ ჩოგბურთელებმა კილტზე ავტოგრაფები დატოვეს და ის ქველმოქმედებისთვის ორგანიზატორებს გადასცეს.

ენდი მარეისთვის ეს იყო პირველი შეხვედრა ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პუზის შემდეგ, როჯერ ფედერერი კი ATP-ის წლის
შემაჯამებელი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 12 ნოემბერს, ლონდონში დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული