მარიამ ბოლქვაძე: ხანდახან მგონია, რომ ამას ხალხი საკმარისად ვერ აფასებს

AutoSharing Option
მარიამ ბოლქვაძე - ის ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომლისაც ქართველ გულშემატკივარს ეიმედება.

19 წლის სპორტსმენი ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვარჯიშობს. Sportall.ge მას დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

განვლილ სეზონზე...
განვლილი სეზონი ჩემთვის ძალიან ნეიტრალური იყო. მოვიგე ერთი 15 000$-იანი ტურნირი ერთეულებში და ორი ამავე საპრიზო თანხის - წყვილებში. ვითამაშე უფრო მეტი 25 000$-იანი და 50 000$-იანი ტურნირები, სადაც საკმაოდ კარგ მოთამაშეებს შევხვდი და საშუალოდ მეოთხედფინალს ვთამაშობდი. ტრავმის გამო გასულ სეზონში ბევრი გამოვტოვე. მთლიანობაში მხოლოდ 14 ტურნირი ვითამაშე, რაც დაგეგმილთან ახლოსაც ვერ მივა. შესაბამისად,
სეზონის დასრულება ბევრად ადრე მომიწია.

Sportall.Ge

სავარჯიშო ადგილსა და ფედერაციის დახმარებაზე...
15 წლიდან ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელი საიმონ ეილნია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩოგბურთში ბევრი ფული არ იდება, საქართველოსა და აჭარის საჩოგბურთო ფედერაციები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ.

წარმატება ახალგაზრდულ "უიმბლდონზე" და მისი შედეგი...
2016 წელი ჩემი კარიერისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ერთეულებში ახალგაზრდულ "უიმბლდონზე" მერვედფინალი, ხოლო წყვილებში ფინალი ვითამაშე. ამ წარმატებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გამოჩნდა "ლიბერთი ბანკი", რომელიც უკვე მეორე წელია ხელს მიწყობს და მეხმარება.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მათ გარდა აღარავინ გამოჩენილა. Trec nutrition-ი უკვე მესამე წელია მამარაგებს საკვები დანამატებით და Wilson-ი 14 წლიდან ჩოგნებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარით, გარდა ტანსაცმლისა.

ფედერაციის თასის შესახებ...
ყოველთვის ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ პირველ ჯგუფში ვართ. ამ ჯგუფში თამაში ზედიზედ არის ძალიან კარგი შედეგი. ხანდახან მგონია, რომ ამას ხალხი საკმარისად ვერ აფასებს. რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფიდან ზევით ასვლა ჩვენი მიზანია და ამისთვის ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ერთი დიდი ნაბიჯი, თუმცა მხოლოდ ერთი.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
იიიფ, მშვენიერი გოგოა:)
uxxx
28 ნოემბერი 2017 11:46
3
წარმატებებს გისურვებ
კოტე
28 ნოემბერი 2017 13:03
3
ერთხელ მაინც ჩამახუტა შენთან :)
Fani
28 ნოემბერი 2017 16:48
10
ცენზურის დაცვის მიზნით ამაზე მეტი ვერ დაწერე ხოო?:)
uxxx
28 ნოემბერი 2017 18:33
5
რა სიცოცხლეა...... კამფეტი
rembo
29 ნოემბერი 2017 13:32
0
მაგარი ქალია
uxxx
29 ნოემბერი 2017 02:06
2
ქართველი ჩოგბურთელი გაპიარება კი უნდა ისე
მორწვი
29 ნოემბერი 2017 18:34
0
რას არ ვაფასებთ, აფასებენ ტურნირები დოლარებით, ისე წარმატებებს ვუსურვებ ყველანაირად სასურველი ქალია.
დათო
29 ნოემბერი 2017 12:28
0

სიახლეები პოპულარული