ფედერაციის თასზე 2018 წლის ტურნირის წილისყრა მოეწყო. ევროპა-აფრიკის I ზონაში საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სერბეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად. ტურნირს 7-10 თებერვალს ტალინი მასპინძლობს.
A ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფში D ჯგუფის (პოლონეთი, თურქეთი, ავსტრია, ლატვია) გამარჯვებულს შეხვდება.
პლეი-ოფის მოგებული კი გაისად მსოფლიოს II ჯგუფში აღზევდება.