მარიამ დალაქიშვილი იუნიორთა ავსტრალიის ღია პიველობაზე 1/16-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
16 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი, ავსტრალიის ღია პირველობაზე, იუნიორების ტურნირზე, 1/16 ფინალიში გავიდა.

ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელმა, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე მეგან სმიტი, სამ სეტში ანგარიშით - 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა.

დალაქიშვილმა 5 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა.

იგი ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს, სადაც კიდევ ერთ ჩვენებურთან, ზოზი ქარდავასთანაა შეამხანაგებული.

სამწუხაროდ, ქარდავა, ერთეულთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ხვალ ითამაშებს კიდევ ერთი ქართველი, 17 წლის ანა მაქაცარია.

მისი მეტოქე 16 წლის ფრანგი, კლარა ბურელი იქნება.

წყვილთა თანრიგში
კი, რომელიც უკვე ზეგაა დაგეგმილი, მაქაცარიას და დარია ფრეიმანის დუეტი, ალინა ჩარაევას და კამილა რახიმოვას წყვილს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული