ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ ლისაბონში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 41 ქვეყნის 272 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

ჩვენებურს, რომელიც ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატისთვის (მარტი, ბათუმი) ემზადება, მეხუთე ტურში მოულოდნელად ინდოელ მჰამალ ანურაგთან რომ არ წაეგო, შედეგი შესაძლოა, სხვაგვარი ყოფილიყო.

ცხრა შესაძლებლობიდან 7.5-7.5 ქულით პირველი-მესამე ადგილები, შესაბამისად, ალექსანდრ ინჯიჩმა (სერბეთი), ანტონ დემჩენკომ და ნიკიტა პეტროვმა (ორივე - რუსეთი) გაიყვეს. ერთბაშად 9 მონაწილემ 7-7 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი კოეფიციენტით ბაადურ ჯობავა მე-4 ადგილზე
გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული