ტრავმის შემდეგ მარიამ ბოლქვაძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს.

მსოფლიო რეიტინგში 569-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ალიონა ფომინას 4:2 ამარცხებდა, როდესაც რუსმა ჩოგბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა.

ტრავმის შემდეგ, 2017 წლის სექტემბრის მერე, ეს ბოლქვაძისთვის ერთეულთა თანრიგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. მეორე წრეში მისი მეტოქე ნორვეგიელი მელანი ჰელგო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 750-ე ადგილს იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ მარიამი შარმ ელ შეიხში წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც 1/4-ფინალშია გასული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული