შარმ ელ შეიხის ტურნირი: მარიამ ბოლქვაძე 1/4-ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა.

მარიამმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ნასტიან კოლართან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 6:7, 2:6 დამარცხდა.

ქართველის ანგარიშზე 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო, საკუთარი მოწოდება კი ხუთჯერ დაკარგა.

ბოლქვაძე შარმ ელ შეიხში წყვილებშიც ასპარეზობს, სადაც ბარბორა სტეფკოვასთან ერთად ნახევარფინალშია გასული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული