მარიამმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ნასტიან კოლართან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 6:7, 2:6 დამარცხდა.
ქართველის ანგარიშზე 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო, საკუთარი მოწოდება კი ხუთჯერ დაკარგა.
ბოლქვაძე შარმ ელ შეიხში წყვილებშიც ასპარეზობს, სადაც ბარბორა სტეფკოვასთან ერთად ნახევარფინალშია გასული.