კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ქალთა საჩოგბურთო რეიტინგის მე-2 ნომერ კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ.

ეს ყველაფერი კი უიმბლდონის მეორე წრეში, მისი და რუსი ეკატერინა მაკაროვას დაპირისპირების დროს მოხდა.

ერთ-ერთი წუთშესვენების დროს დანიელი ჩოგბურთელი კოშკურის მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ ჭიანჭველები მთელ სხეულზე ეხვეოდნენ და კონცენტრაციაში ხელს უშლიდნენ.

ვოზნიაცკის სპრეი ან რაიმე სხვა საშუალება სურდა, რათა მფრინავი ჭიანჭველები მოეცილებინა.

კაროლინმა თამაში გააგრძელა და საბოლოდ სამ სეტში 4:6, 6:1, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ის გადამწყვეტ პარტიაში 1:5 აგებდა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა,
თუმცა მაინც წააგო.

საინტერესოა, რომ უიმბლდონზე ეს მსგავსი ხასიათის პირველი ფაქტი არ არის.

2017 წელს ანალოგიური პრობლემა ამერიკელ სემ ქუერის შეექმნა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 40-45 წუთის განმავლობაში თავს საშინლად გრძნობდა, რადგან მას მფრინავი ჭიანჭველები ესეოდნენ.

ამავე წელს მსგავსი პრობლემის წინაშე ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგაც დადგა.

altკაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო


altკაროლინ ვოზნიაცკი ESPN-სთვის გაშიშვლდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული