14:03 05-07-2018
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
AutoSharing Option
ეს ყველაფერი კი უიმბლდონის მეორე წრეში, მისი და რუსი ეკატერინა მაკაროვას დაპირისპირების დროს მოხდა.
ერთ-ერთი წუთშესვენების დროს დანიელი ჩოგბურთელი კოშკურის მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ ჭიანჭველები მთელ სხეულზე ეხვეოდნენ და კონცენტრაციაში ხელს უშლიდნენ.
ვოზნიაცკის სპრეი ან რაიმე სხვა საშუალება სურდა, რათა მფრინავი ჭიანჭველები მოეცილებინა.
კაროლინმა თამაში გააგრძელა და საბოლოდ სამ სეტში 4:6, 6:1, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ის გადამწყვეტ პარტიაში 1:5 აგებდა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა, თუმცა მაინც წააგო.
საინტერესოა, რომ უიმბლდონზე ეს მსგავსი ხასიათის პირველი ფაქტი არ არის.
2017 წელს ანალოგიური პრობლემა ამერიკელ სემ ქუერის შეექმნა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 40-45 წუთის განმავლობაში თავს საშინლად გრძნობდა, რადგან მას მფრინავი ჭიანჭველები ესეოდნენ.
ამავე წელს მსგავსი პრობლემის წინაშე ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგაც დადგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული