"ოჯახის წევრებმა მითხრეს, დავნებებოდი; მოვიგე, თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ნახევარფინალის თამაშს..." - რაფაელ ნადალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო რეიტინგის მე-4 ჩოგანმა რაფა ნადალმა "უიმბლდონის" მეოთხედფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6 დაამარცხა.

ესპანელი ჩოგბურთელი შეხვედრის მიმდინარეობისას დისკომფორტს მუცლის კუნთის არეში განიცდიდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა "მატადორს" ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ნახევარფინალში ნიკ კირიოსის წინააღმდეგ თამაშს.

"თამაშის მიმდინარეობისას ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ დავნებებოდი. ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება უმძიმესია, თუმცა ამაზე ვფიქრობდი. არ დავნებდი და შეხვედრა ბოლომდე ჩავატარე, თუმცა ახლა ვღელავ. ხვალ გამოკვლევები ჩამიტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შევძლებ თუ არა თამაშს".

შეგახსენებთ, "უიმბლდონის" ნახევარფინალური
დაპირისპირებები ხვალ, 8 ივლისს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ნადალი-კირიოსი და ჯოკოვიჩი-ნორი დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული