12 ივლისს უიმბლდონის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ უიმბლდონზე კლასიკური დაპირისპირება გაიმართა. შვეიცარიელი როჯერ ფედერეი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდა.
ეს ჩოგბურთელებეს შორის საიუბილეო მე-40 მატჩი გახდა. ფედერერმა ნადალს 4 სეტში ანგარიშით 7:6, 1:6, 6:3, 6:4 მოუგო და ფინალში გავიდა.
მეორე ფინალისტისტის ვინაობა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის შეხვედრაში გაირკვა. სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 4 სეტში ანგარიშით 6:2, 4:6, 6:3, 6:2 მოუგო.
შესაბამისად ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან. ფინალური მატჩი 14 ივლისს ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება. ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთს სულ 47-ჯერ შეხვდნენ, აქედან 25-ჯერ სერბმა მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ დღეს 13 ივლისს ჩვენი დროით 17:00 საათზე ქალთა თანრიგის ფინალი გაიმართება, სადაც სრენა უილიამსი სიმონა ჰალეპს შეხვდება.