დღეს ცინცინატში: ჯოკოვიჩის ისტორიული შანსი და ფედერერის 150-ე ფინალი

AutoSharing Option
ცინცინატის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ორი ლეგენდარული ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

პირველმა მათგანმა 1/2-ფინალში ბელგიელი დავიდ გოფინის წინააღმდეგობა დასძლია, (რომელმაც მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა), მეორემ კი ხორვატ მარინ ჩილიჩს აჯობა.

ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთს კარიერაში 46-ედ შეხვდებიან. ამჟამად წინ სერბია, რომელსაც 23 შეხვედრა აქვს მოგებული, 22 კი წაგებული.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკს ცინცინატის მასტერსი კარიერაში არასდროს მოუგია.

გამარჯვების შემთხვევაში, ჯოკოვიჩი გახდება პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ყველა მასტერსი ექნება მოპოვებული.

რაც შეეხება ფედერერს, მას ცინცინატის ტურნირი კარიერაში შვიდჯერ აქვს
მოგებული (ფინალი 8-ჯერ ითამაშა).

ის ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე კარიერაში 150-ე ფინალურ მატჩში იასპარეზებს, საიდანაც 98 მათგანში გამარჯვება აქვს მოპოვებული.

altროჯერ ფედერერი: ამასთან დაკავშირებით არასდროს მისაუბრია, მაგრამ...

altროჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა - თუ ჩემი ოჯახი ბედნიერი არ იქნება...

altსერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული