ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
4 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ATP-ის ტურნირის მერვედფინალში მან ესპანელი ჩოგბურთელი ფერნანდო ვერდასკო 7:6, 6:4 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მალეკ ჯაზირისა და ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე ჯეკ სოკი დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 15 /
მოუგო ჟაზირის ორ სეტში!!! ნახევრფინალშია!!! გილოცავთ!!!
დათო
05 ოქტომბერი 2018 16:48
0
ქებათა-ქება შენ, ნიკოლოზ! მართლაც რომ საამაყო ადამიანი გახდი ჩვენთვის, ქართველი ქომაგისთვის. უფრო მოუმატე და წლის ბოლოს 20-ეულშიც შეხვალ
qomagi
05 ოქტომბერი 2018 11:18
0
ცოტა მეტი სტაბილურობა და ნიკა დიდ 10 ს მიუახლოვდება. გამარჯვებები ნიკა.
dato lobjanidze
05 ოქტომბერი 2018 02:16
0
ნიკა გენაცვალე გულში, საოცრად მოუმატა ნიკამ სეზონის ბოლოს და საწყენია სეზონი რომ მთავრდება, ახალი სეზონი ნიკასთვის გარდამტეხი იქნება ბევრი ქულა ექნება დასაცავი და მჯერა ამას გააკეთებს და უფრო წინ წავა. სასიხარულოა რომ ზვერევმა წააგო და ჯაზირს შეხვდება. ამ ტურნირზე ერთი დელპოტრო დარჩა რეალურად ძალიან ძლიერი იქნებ გაგვიმართლოს და ფინალამდე არ შეგხვდეს უკეთეს შემთხვევაში ვინმესთან წააგოს.მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ შეხვედრას წარმატებები ნიკოლოზ
ზიზუ
04 ოქტომბერი 2018 23:09
0
ფინალამდე ვერ შეხვდება!!!
დათო
04 ოქტომბერი 2018 23:29
0
ჟაზირმა სამ სეტში მოუგო ზვერევს!!! ასე რომ, ნიკა ჟაზირს ხვდება!!! წარმატებას ვუსურვებ!!!
დათო
04 ოქტომბერი 2018 20:22
0
ესე იგი , ეს ჩვენი ნიკოლოზი ეტყობა ცდილობს , რომ ადრენალინის მოზღვავებას მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდეთ . ვიფიქრე , მეორე სეტში შვებით ამოვისუნთქეთ 3-0 , მაგრამ ვინ გაცალა , დაგვიმატა და დაგვიმატა ნიკოლოზმა ექსტრიმი :)) . ეს ხუმრობით , თორემ ისე მთელი თამაშის განმავლობაში ხან სიხარულისა და ხან ნერვიულობისგან , ემოციისგან ვხტუნაობდი . ღირსეული კაცი ხარ ნიკოლოზ , შენი ბოლო 6 თვე იმხელა თერაპიაა შენი გულშემატკივრებისათვის , ვერც კი წარმოიდგენ . მეორე თასის სუნი ტრიალებს ბასილაშვილების ოჯახობაში .
ATP 25 ?
04 ოქტომბერი 2018 20:51
0
კარგი ამბავია
!!!!!
04 ოქტომბერი 2018 20:43
0
!!!!!-ს, რას ითარსები. ნადალთან ხომ წაუვიდა თამაში. ზვერევიც არ არის კარგ ფორმაში. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. წარმატებები ნიკა!.
ზვიადი
04 ოქტომბერი 2018 20:07
0
ვულოცავ ნიკას კარგ გამარჯვებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებ.ყოველ შემთხვევაში არც ზვერევი და არც ჯაზირი,გადაულახავ ზღუდედ არ ჩანან ნიკასათვის.
სოსო
04 ოქტომბერი 2018 19:20
2
იმედია ზვერევი არ მოგვიწევს, მაგ ბარიერს ვერანაირად ვერ გადალახავს.
!!!!!
04 ოქტომბერი 2018 19:09
18
ზვერევმა წააგო. წარმატებები ნიკას!
ლამარა
04 ოქტომბერი 2018 20:16
0
ეს კაცი სიამაყის საბაბს არ გვაკლებს, ასე გააგრძელე ნიკოლოზ!
გულშემატკივარი
04 ოქტომბერი 2018 19:06
1
გაიხარე ნიკოლოზ, ჩვენი გახარებისთვის!!! მადლობა შენ!!! ვუყურე ტაიბრეიკიდან!!! აშკარად სხვა დონეზეა ნიკა!!! აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობს!!! ორმაგები შემცირდა, მაგრამ მაინც არის, მეორე სეტში ზედიზედ ერთ გეიმში ორჯერ, მაგრამ არ ვამტყუნებ, იმიტომ რომ მეორესაც ძლიერად აწვდის!!! სოკის და ვერდასკოს დამარცხება ადვილი არ არის დამერწმუნებით!!! ვფიქრობდი, რომ ზვერევს შეხვდებოდა, მაგრამ ჟაზირმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე მოუგო!!! მოკლედ ნიკოლოზ ბოლომდე ასე გააგრძელე, პირველივე გეიმიდან იბრძოლე და დიდ წარმატებას მიაღწევ!!! ჩვენ შენი გვჯერა!!!
დათო
04 ოქტომბერი 2018 19:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული