მსოფლიოს 23-ე ჩოგანი ამ ტურნირებისთვის ემზადება და სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.
"სეზონის ბოლო 2 ტურნირისთვის ვემზადები" - წერს ბასილაშვილი.
პირველი ვენის 500 სარეიტინგო ქულიანი ტურნირი იქნება, სადაც ქართველის პირველი მეტოქე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება.
ტურნირი 22 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 28-ში დასრულდება.
მეორე ტურნირი კი პარიზის 1000 სარეიტინგო ქულიანი ტურნირია, რომელიც 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაიმართება.
ბასილაშვილი: ცოტას დავისვენებ და მომავალი ტურნირებისთვის მოვემზადები
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]