ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კევინ ანდერსონთან დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე მსოფლიოს მერვე ჩოგანთან, 32 წლის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში ანგარიშით 6:4, 6:7, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ის შარშან ამ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა და ამიტომ სარეიტინგო ქულები არ დააკლდება.

ანდერსონი მეორე წრეში მილოშ რაონიჩსა და იურგენ მელცერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი სეზონის ბოლოს პარიზის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ორ სეტში უნდა მოეგო და სამ სეტში დამარცხდა!!! ნიკამ პირველი სეტი ძალიამ მაღალ დონეზე ჩაატარა, მეორეც თანაბარ ბრძოლაში!!! მაგრამ ტაიბრეიკის წაგების შემდეგ ინიციატივა დათმო!!! ისე წილისყრამ არ გაუმართლა, პირველივე შეხვედრაში მეორე ნომრად განთესილ ანდერსონს შეხვდა!!!! ეისს ეისზე აწვდიდა, თამაშით ნიკა სჯობდა , მაგრამ ცხოველურმა ძალამ გაიმარჯვა!!! დაველოდოთ პარიზს და წარმატება ვუსურვოთ ნიკას!!!
დათო
23:55 22-10-2018
1
ხალხო ნუ აქებთ ნიკას და ნუ უწევთ დათვურ სამსახურს,ვთქვათ სიმართლე,რომ შემდეგში გამოსწორდეს საქმე,პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა,ყოჩაღ,მეორე სეტიც კარგად მიჰყავდა,მაგრამ ბოლოსკენ არასერიოზულად მიუდგა საქმეს და თითქმის მოგებული სეტი დათმო,მესამე სეტი კი მეორე სეტში დაშვებული შეცდომების გამო დათმო,ჩემო ნიკა შენ შეგიძლია უკეთესად თამაში,ცოტა პროფესიულად მიუდექი საქმეს და ყველაფერი გამოგივა,ანდერსონი არაა ის ძალა,ვისთანაც შენ უნდა წააგო,ბოლომდე დაიხარჯე და შედეგიც არ დააყოვნებს.
roma
01:24 23-10-2018
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული