
ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 1795 ქულა დააგროვა და ამ მონაცემით მსოფლიო რეიტინგის მეოცე ჩოგანია. თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დამარცხდება, ნიკოლოზი ადგილს შეინარჩუნებს და ახალ რეიტინგში ოფიციალურად მიიღებს მე-20 ადგილს.
შემდეგ ეტაპზე ქართველის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება, რომელმაც იტალიელი სეპი დაამარცხა.
ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში, ბასილაშვილი, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.