როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა.
მატჩი 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი მსოფლიოს 38-ე ჩოგანთან დამარცხდა. მან მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.
შეგახსენებთ, ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.
ფუჩოვიჩი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.
როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.