ტიემის პირველი "მასტერსი" და ანდრეესკუს ზღაპარი - კალიფორნიაში "ინდიან-უელსი" დასრულდა

AutoSharing Option
ფოტო: atptour.com

"ინდიან-უელსის" ფინალში ავსტრიელმა დომინიკ ტიემმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა და კარიერაში პირველად, "მასტერსის" გამარჯვებული გახდა.

ფედერერმა პირველი სეტი დამაჯერებელი ანგარიშით, 6:3 მოიგო, თუმცა მომდევნო ორი სეტი 3:6 და 5:7 დათმო. აღსანიშნავია, რომ ტიემისთვის კარიერაში ეს ფედერერთან მესამე გამარჯვებაა, თუმცა ჰარდზე მას შვეიცარიელისთვის აქამდე არ მოუგია.

ფედერერს ფინალში გასვლისთვის 654 860 დოლარი ერგო, ტიემის საპრიზო თანხამ კი 1 340 860 დოლარი შეადგინა. ტურნირის მოგებისთვის ტიემმა 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო და ATP-ის ახალ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

სიის პირველი სამი
პოზიცია შეუცვლელი დარჩა, ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. (=) ნოვაკ ჯოკოვიჩი
2. (=) რაფაელ ნადალი
3. (=) ალექსანდრ ზვერევი
4. (+4) დომინიკ ტიემი
5. (-1) როჯერ ფედერერი
6. (+1) კეი ნიშიკორი
7. (-1) კევინ ანდერსონი
8. (-3) ხუან მარტინ დელ პოტრო
9. (=) ჯონ ისნერი
10. (=) სტეფანოს ციციპასი

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ფინალი ქალთა შორის, სადაც ერთმანეთს კანადელი ბიანკა ანდრეესკუ და გერმანელი ანჟელიკ კერბერი ხვდებოდნენ.

18 წლის კანადელმა, რომელმაც სეზონის დაწყებამდე 150 საუკეთესო ჩოგბურთელის სიაშიც არ შედიოდა, ფინალის წინ კი მსოფლიოს მე-60 ჩოგანი იყო, სიის პირველი ათეულის მესამე რიგის წარმომადგენელი დაამარცხა (6:4, 3:6, 6:4).

Sportall.Ge
ფოტო: wtatennis.com
გამარჯვების შედეგად ანდრეესკუ მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახდა, WTA-ს სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1 (=) ნაომი ოსაკა
2 (+1) პეტრა კვიტოვა
3 (-1) სიმონა ჰალეპი
4 (+4) ანჟელიკ კერბერი
5 (+1) ელინა სვიტოლინა
6 (-2) სლოუნ სტივენსი
7 (-2) კაროლინა პლიშკოვა
8 (-1) კიკი ბერტენსი
9 (=) არინა სობოლენკო
10 (=) სერენა უილიამსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი რა იცის შრომამ და არა 1.4 კუშების განგებ გატეხვამ :)
ნოდო
22:41 18-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული