მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მიშა ზვერევს ადვილად სძლია

AutoSharing Option
Miami Masters-ის ტურნირის მეორე წრეში მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 სეტში დაამარცხა გერმანიის წარმომადგენელი მიშა ზვერევი (75) - 6:3, 6:2.

ბასილაშვილი ზვერევს 1:08 საათში გაუმკლავდა და 1/16 ფინალში ფრანგ გაელ მონფილსისა (18) და ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს (65) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ მოგებით ნიკოლოზმა 20 ქულა მოიპოვა და რეიტინგში 2 საფეხურით წაიწია წინ.

ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოიგო ორ სეტში!!! 14 ეისი !!! ყოჩაღ !!!
დათო
01:12 25-03-2019
1
როდის თამაშობს,ხომ არავინ იცის?
სოსო
21:38 23-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული