მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა

AutoSharing Option
მაიამის ღია პირველობის მეოთხე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან (57) 6:7, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა აქამდე მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 და რობინ ჰაასეს (65) სძლია.

ნიკოლოზი პირველად გავიდა ამ ტურნირის 1/8 ფინალში და მიუხედავად წაგებისა, რეიტინგში ჯერჯერობით მე-17 ადგილზეა.

მეოთხედფინალში ოჟე-ალიასიმი ბორნა ჩორიჩსა და ნიკ კირიოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამდენი ორმაგი შეცდომა ჩაწოდებაზე ტოპ 100-ის არც ერთ მოთამაშეს მთელი წლის მანძილზე არ ექნებოდა. ამ კანადელმა საკვალიფიკაციოდან დაიწყო და ბასილაშვილზე 2-ით მეტი თამაში ითამაშა, გაითვალისწინეთ რომ 18 წლისაა და ფიზიკურადაც სუსტია და წესით უფრო დაღლილი უნდა ყოფილიყო, ამ კანადელს თუ ვერ მოუგებ აბა ვის უნდა მოუგო რა ტოპ 10 მაგ ტოპ 10-ის ხალხი ბასილაშვილს კორტზე სახალხოდ შეჭამს პირდაპირ ეთერში
irakli
27 მარტი 2019 00:49
8
არაფერი გასაოცარი არ მომხდარა. ამ ბავშვმა წინა ტურნირიდან 3 კვირის წინ ციციპასი გამოაგდო და მაიამშიც ტყუილად არ მოსულა ამ რაუნდამდე. თან წაუვიდა და მთლიანად ჩაწოდებების ხარჯზე მოიგო. გულდასაწყვეტია რომ ბასილაშვილმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. სულ ცოტა ნახევარფინალში შეეძლო გასვლა.
გუჯი
27 მარტი 2019 01:17
0
ეს კანადელი 57-ე იმოტომაა,რომ ჯერ 18 წლისაა; დაიმახსოვრეთ,წლის ბოლოს ათეულში იქნება და თუ ტრამვებმა არ შეუშალა ხელი მომავალში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწევს.
ნიკაც მოუმატებს,კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.
gio
27 მარტი 2019 01:03
3
არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ,თუ როგორ უნდა დამარცხდე 18 წლის ბავშვთან,პირდაპირ სასწაული ჭირს ნიკას რა,არ ვიცი რა ხდება მისთავს,ეს ყველაფერი ნევრების მომშლელია ჩვენთვის.
roma
26 მარტი 2019 22:41
14
ამ 18 წლის ბავშვმა ამ ტურნირზე, რუდის შემდეგ, ჯერ ფუჩოვიჩი დაამარცხა, შემდეგ ხურკაჩი, რომელმაც , წინა ინდიანა-უელსის მასტერსის გამარჯვებული, ტიმი გამოთიშა ასპარეზობას!!! წინა ტურნირზე( ინდიანა -უელსი) კი ციციპასს მოუგო!!!
დათო
26 მარტი 2019 23:05
11
არ ცვლის თამაშის სტილს, სულ უნდა აგრესიულად ითმაშოს და ადვილად მოამთავროს. არადა ჩოგბურთი მოთმინების და ნერვების თამაშია. უკვე 26 წლისაა და არამგონია რამე შეცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა ბევრს მიაღწია ქართველ ჩოგბურთებში.
ბაბასილაშვილი
27 მარტი 2019 01:48
0
რა შუაშია ასაკი? 17 წლის ბეიკერმა უიმბლდონი მოიგო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უნდა წაეგო და წააგო. ბასილაშვილის 17 ადგილიც დროებითია.წლის ბოლოს 50 არ იქნება.ჩაწოდება მაგან არ იცის და ბადესთან თამაში და აწი ვერარც ისწავლის.გვიანია
ზაზა
26 მარტი 2019 23:39
16
ბეიკერი კი არა ბორის ბეკერი იყო
mindia
27 მარტი 2019 01:53
0
ეს ალიასიმი როგორც ჩანს მაგარი იზრდება, მაგრამ ... პირველ სეტში რომ ბრეიკი ადრე გაგვეკეთებინა, ან ასე თათარიახნას "ობრატნი" არ მიგვეღო სეტს მოვიგებდით; და სეტი მოგვეგო, მწამს თამაშს მოვიგებდით! პირველი ჩაწოდებაა ჩვენი აქილევსის ქუსლი! არა უშავს, ნიკო ჩვენი სიამაყეა, მჯერა სათანადო დასკვნებს გამოიტანს და არაერთხელ გვასახელებს
მერაბ გ.
27 მარტი 2019 15:04
3
ბასილაშვილს მგონი დაგინებული აქვს რო ბრეიქებს არ შეასრულებს.
!!!!!!!!!!!!
27 მარტი 2019 08:52
0
18 წლის "ბავშვამა" ჩორიჩსაც მოუგო და ნახევარფინალშია!!! მთლად " ღლაპი " არ ყოფილა თურმე!!!
დათო
28 მარტი 2019 13:17
0
ასაკი არაფერ შუაშია.ამ ასაკში ბეიკერი,ნადალი და სხვები დიდი სლემის ტურნირებს იგებდნენ.უბრალოდ მოგებული სეტი გაანიავა უყურადღებობით.საერთოდ არ წაუვიდა პირველი მოწოდება.მეორე სეტი უჯიგროდ ჩაატარა.ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ვფიქრობ.
j.ch.
26 მარტი 2019 23:21
2
გიჟია???DDDDD
paata
27 მარტი 2019 00:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული