სერენა უილიამსმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი 8 მილიონად გაყიდა [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ლოს-ანჯელესში საკუთარი სახლი 8 მილიონ დოლარად გაყიდა.

ამერიკელი ვარსკვლავი საკუთარ საცხოვრებელს, რომელიც 2006 წელს 6.62 მილიონად შეიძინა, აქამდე 12 მილიონად აფასებდა, თუმცა საბოლოოდ მას ბევრად ნაკლებად შეელია.

1935 წელს აშენებულ 567 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი 6 საძინებელს, 7 სააბაზანოს, საცურაო აუზს და ბარს მოიცავს.

სერენა უილიამსმა სანაცვლოდ ბევერლი ჰილზში 6.7 მილიონად ახალი სახლი უკვე შეიძინა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული