26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან, უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.
ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.
რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.
ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.