ნადალი ბასილაშვილისათვის სულ სხვა სიმაღლეა, დაუძლეველი მწვერვალია

AutoSharing Option
რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
პირდაპირ დავწერ რა. ნოდოს კომენტარის გარდა არცერთი საერთოდ გაგებაში არ არის ჩოგბურთის. არ არის ნიკა იმ ადგილის დონის სადაც ეგ არის!!!! არ უნდა მიკიბ მოკიბვა. არანაირი იარაღი არ აქვს არსენალში. ჩოგბურთის მცოდნეები მიხვდებიან.
Joko
17 მაისი 2019 01:42
7
დამარცხებას ათასი მიზეზი მოეძებნება.დღეს ნადალი შარდისთანაც და ნიკოლოზთანაც გამორჩეულად აგრესიული იყო.ამის მიზეზი ალბათ მადრიდის მასტერსზე ნახევარფინალში დამარცხება იყო.ციციპასმა ნადალს მის საყვარელ თიხის კორტზე მესამე სეტის ბოლოს გატეხა.დაიწერა კიდეც-ნადალს ,,ახალგაზრდებთან" გამკლავება უჭირსო,მაგრამ...რომის ტურნირზე გაბრაზებული ნადალი ისეთი შემართებით თამაშობს,რომ წინ ვერავინ დაუდგება.ასეთი ნადალი კარგა ხანია არ გვინახავს.ნიკოლოზი კი მაინც წინ მიიწევს,ტიტანებთან სიახლოვეს მეთოდურად ეჩვევა და ელიტასაც უშინაურდება.არც ის უნდა დავივიწყოთ,რომ მინიმუმ 5 წელი შესაფერისი მწვრთნელის ძებნაში დაიკარგა.დღეს პროგრესი სახეზეა.ზვერევი,ციციპასი და ორიოდე სხვა ახალგაზრდა ტენისისტი უკვე არცთუ იშვიათად ამარცხებს დიდ სამეულს და მჯერა-ნიკაც მალე ამოუდგება მათ გვერდში;არცერთ მათგანს ნიკა არ ჩამორჩება რომელიმე კომპონენტში[ თუ არ აღემატება მათ ].დიდი სამუშაო აქვს ნიკას გასაწევი ფსიქოლოგიური მდგრადობის მიმართულებითაც[რაც ხშირად არალოგიკურ ლაფსუსებში გამოიხატება-ხოლმე ],მაგრამ ამ მხრივაც შეიმჩნევა პროგრესი.ნუ დავძრახავთ და ნუ გავუწყრებით ნიკოლოზს.ის აღმავლობის გზაზე დგას და ახალი მწვერვალების დაპყრობით მალე გაგვახარებს.
გიორგი ჯანიკაშვილი
17 მაისი 2019 01:03
8
კიდევ შეხვდებიან და ერთად ვუგულშემატკივროთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
17 მაისი 2019 01:01
2
ნუ იცით ხოლმე რა!მოიგებს გააღმერთებთ წააგებს და ლანძღავთ.ძალიან მაგარი ბიჭია,იმაზე 1000ჯერ მაგარი ვიდრე ჩოგბურთია განვითარებული საქართველოში.ამიტომ ეს ბიჭი გმირია.თავი ზემოთ.წარმატებები
მიდი ნიკა
17 მაისი 2019 00:38
5
საერთოდ არაა შუაში საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა რუსეთში განვითარებული როა ჩოგბურტი იმის დამსახურებაა მისი ეს ფორმა რადგან იქ ხელშეწყობა ქონდა და მიაღწია წარმატებას ასე რო რაშია გმირობა საქართველოში არსებულ ინფრასტუქტურაზე საერთოდ არ ემზადება
ნოდო
17 მაისი 2019 07:51
3
ამას დამარცხება არ ქვია მასტერკლასი ჩაუტარა არ გინდათ ახლა ნადალიო და მერე რაო ბოლო ერთ თვეში ნადალი თიხის მეფე სამჯერ დამარცხდა ასე რო 12-1 წაგება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ფაქტია სამწუხაროდ
ნოდო
16 მაისი 2019 23:07
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული