რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.
იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.
ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.
ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.
ვერ ვერკვევი და .... ჩოგბურთი რომელი სპორტია? გრძელი ბურთით რომ თამაშობენ???
2. რაში გამოიხატება პროგრესი? ახლანდელ 18 ადგილში? ეგ შეიძლება გვეთქვა შარშან როცა ამას მიაღწია, მაგრამ არა წელს, როცა წესით უნდა მოემატებია თამაშის დონისთვის და საპირისპიროდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს წლევანდელი მისი თამაშის დონე... და რომელ ადგილზე დაასრულებს წლის ბოლოს თამაშს ეგ კიდე წინ გველის!
3. ნადალი, ნადალიო რო დაუჯინებია ზოგიერთს აქ, შარშან რო წააგო ღირსეულად ვინმეს საყვედური დასცდა? ნადალმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები...მარა სწორედ ეგ იყო სამწუხაროდ პიკი როგორც ჩანს და აწი ეგ ტურნირის მომგები არ ჩანს...ატპ ვგულისხმობ რათქმაუნდა...
და ბოლოს, როცა ჯანსაღ კრიტიკას წერს აქ ხალხი და წაესევიან ვითომ მტერი იყოს და ჩასაფრებული, ეგაა სწორედ რო უმრავლესობა გარტყმაში არაა არც ჩოგბურთის და არც ჭეშმარიტი გულშემატკივრობის...გული რო შეგვტკივა მიტომაც ვწერთ , აბა ვიღაცა მიკლუხო მაკლაი მოიგებს თუ წააგებს სუ ალაზანში არ მკიდიაა?
თან სწორად დაიწერი ქვემოთ ერთი კომენტარი, ნიკა ბევრად წინ არის ვიდრე ჩოგბურთია ჩვენთან განვითარებული.
ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას რომ
ჰქონდეს ასეთი მშრომელი და მებრძოლი მენტალიტეტი, ვარკსვლავები იქნებოდნენ, მარად ნიჭიერებად რომ რჩებიან.